ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრებმა და ხელმძღვანელებმა მიუსამძიმრეს

ქობულეთში გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრებმა და ხელმძღვანელებმა მიუსამძიმრეს

საქართველოში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრებმა და ხელმძღვანელებმა ანსამბ "სიხარულის" გარდაცვლილი ბავშვების მშობლებს მიუსამძიმრეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს "რუსთავისა" და "სუხიშვილების" წევრები და სამხატვრო ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

"მთელი ჩემი დასის სახელით, სუხიშვილების სახელით, გამოვთქვამ მწუხარებას. ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა. ძალიან რთულია საუბარი", - განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში მეორე დღეა, სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობს. ტაძარში მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან: ოჯახის წევრები, ანსამბლ "სიხარულის" წევრები, გარდაცვლილი ბავშვების თანაკლასელები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.