სოფელ იყალთოში 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სოფელ იყალთოში 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სოფელში ამ დროისთვის კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი კონემენტარს არ აკეთებენ.

მეზობლების თქმით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი არ იციან. მათივე ინფორმაციით, ამბობენ, რომ გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაპატიმრებულია გარდაცვლილი მამაკაცის შვილი, რომელიც წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. მეზობლების ცნობით, შვილს მამასთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.