ქედის გამგეობის დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა

ქედის გამგეობის დაცვის თანამშრომელმა თავი მოიკლა

ქედის გამგეობის დაცვის თანამშრომელმა დღეს თავი მოიკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, შემთხვევა შუადღის საათებში გამგეობის შენობაში დაცვის თანამშრომლების მოსასვენებელ ოთახში მოხდა. მისივე განმარტებით, უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

"34 წლის გელა ბეჟანიძემ, როგორც ვიცით, თავი მოიკლა. იყო გასროლის ხმა, ბიჭებმა, რომ ნახეს დაცვისთვის გამოყოფილი დასასვენებელი ოთახის კარი ჩაკეტილი იყო, როცა შეამტვრიეს კარი, დახვდათ შემდეგი სურათი - საფეთქელზე ჰქონდა ჭრილობა. ის უკვე გარდაცვლილი იყო. არ ვიცით როგორ მოხდა და რა მოხდა. გამგეობის შენობას 5 წლის განმავლობაში იცავდა, ძალიან კარგი პიროვნება იყო", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.

მისივე თქმით, გელა ბეჟანიძეს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.