ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვარძიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ვარძიას ეწვევა და "ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში" მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს დაათვალიერებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში მუშაობა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.
ვარძიის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფომ უკვე გამოყო ნახევარ მილიონზე ლარზე მეტი. მათივე ინფორმაციით, ვარძიის გადასარჩენად ასეთი გრძელვადიანი და მასშტაბური პროექტი პირველად ხორციელდება.

























