გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე აჭარაში გაემგზავრა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე აჭარაში, ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით გაემგზავრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან ანცობეს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მინისტრის მოადგილესთან ერთად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, არსებულ ვითარებას დეტალურად შეისწავლიან.
აჭარა 20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა.

























