გიორგი მარგველაშვილი აჭარაში სტიქიის შედეგებს გაეცნობა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარაში გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი 20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ რეგიონს ეწვევა.
"პრეზიდენტი სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობა", - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ძლიერმა წვიმამ აჭარის რეგიონში პრობლემები შექმნა.

























