უამინდობის მიუხედავად, დარიალის ხეობაში სამუშაოები გრძელდება

უამინდობის მიუხედავად, დარიალის ხეობაში სამუშაოები გრძელდება

დარიალის ხეობაში წვიმს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, უამინდობის მიუხედავად, სამუშაოები არ შეჩერდება.

"სამუშაოები არ შეჩერდება და ის 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამეტის უფროსი ნალექის გამო მორიგ საფრთხეს ამ ეტაპზე არ ელოდება, თუმცა განმარტავს, რომ ისინი ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არიან.

"შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი მობილიზებულია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ქაწაშვილმა.