ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ახმეტის რაიონის სოფელ ჩაბინაანის ხიდზე სამთვლიანი მოტოციკლის მძღოლმა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს პოლიციასთან ერთად ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი სწავლობს.

























