რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

იმერეთში, "გუმათჰესთან" მდინარე რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება , იგი მაშველებს წყლიდან ამ წუთებში ამოჰყავთ. მაშველები ვარაუდობენ, ეს ის 22 წლის ახალგაზრდაა, რომელიც 4 დღის წინ რაჭაში დაიკარგა.
წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა ხევში ჩავარდა და მდინარემ "გუმათჰესთან" გამორიყა.

























