"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ქვემო ქართლის მოსახლეობას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ინფორმაციას მიაწვდის

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ქვემო ქართლის მოსახლეობას ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ინფორმაციას მიაწვდის

"საქართველოს რეფორმების ასოციაცია" დღეს ქვემო-ქართლის რეგიონის მოსახლეობას შეხვდება და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

კამპანიის დროს დარიგდება პრომო-მასალა და გარდაბნის (10:30 საათზე) და დმანისის (18:00 საათზე) ახალგაზრდულ ცენტრებში ნაჩვენები იქნება მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციური ფილმები ევროკავშირსა და ასოცირების შეთანხმების შესახებ.

ღონისძიება ევროკავშირის მობილურ საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით - პროექტის "ერთად შევეგებოთ ევროპას" ფარგლებში ეწყობა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი შემდეგ რაიონულ ცენტრებსა და სოფლებში: ქალაქი გარდაბანი, სოფლები: ქესალო, ნაზარლო და ვახტანგისი, ქალაქი მარნეული, სოფლები: იმირი, შულავერი, გიორახი, სარალი, ქალაქი ბოლნისი, სოფლები: ნახიდური, კიზილაჯლო, ქ. დმანისი, სოფელი - ტუნირი.

აღნიშნული აქტივობა ტარდება პროექტის "რატომ ევროპა? - ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს რეფორმების ასოციაცია" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელშეწყობით, "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს გაერო-ს ასოციაცია (UNAG) მიერ.