მურატ ილდირიმი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად ბათუმში ჩამოვა

მურატ ილდირიმი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად ბათუმში ჩამოვა

ბათუმში, 4 აგვისტოს "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ჩამოვა.

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ინფორმაციით, მსახიობი ბათუმს 4 აგვისტოს, 16.00 საათზე ეწვევა. იმავე დღეს, 19.00 საათზე, სასტუმრო "შერატონში" პრესკონფერენცია გაიმართება, მოგვიანებით კი სასტუმრო "ინტურისტში" იგეგმება საქველმოქმედო ვახშამი.

ფონდის ინფორმაციით, შემოსული თანხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ანგარიშზე ჩაირიცხება.