ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ სერგი საცერაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შემთხვევა 25 ივლისს, ზესტაფონში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სერგი საცერაძემ ყოფილ ცოლს, სალომე ჯორბენაძეს ხუთი ტყვია ესროლა. მკვლელობის მიზეზად, ეჭვიანობა დასახელდა.

საცერაძეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ცოლი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაშორდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საცერაძის ადვოკატი მისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მკვლელობის დღეს, 25 ივლისს, სალომე ჯორბენაძემ ყოფილ ქმართან დაკავშირებით, რომელიც მოქმედი პოლიციელია, შსს-ს გენინსპექციას მიმართა. სალომე ჯორბენაძე ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებდა.

"ინტერპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ გენინსპექციას ჯორბენაძემ მართლაც მიმართა.