კასპში გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" მაგისტრალური გაზსადენის "საგურამო-ქუთაისის" მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე , მდინარე ლეხურას წყალქვეშა გადასასვლელის რეკონსტრუქციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვას გამართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს, საჯარო განხილვა კასპის მუნიციპალიტეტში 12 სექტემბერს გაიმართება.
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებგვერდზე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებებისა და შენიშვნებისათვის შესაძლოა მიმართონ სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" 2014 წლის 6 სექტემბრამდე.

























