ფოთში 21.37 %-იანი აქტივობა დაფიქსირდა

ფოთში ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია. ზუსტად 20:00 საათზე 32 საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 12 765-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 31,37%-ს შეადგენს.
საოლქოს საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებმა ფოთში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, დარღვევებსა და ექსცესებს ადგილი არ ჰქონია. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთადერთი საჩივარი შევიდა, რაც პროცედურულ დარღვევას ეხებოდა.

























