ცესკო - ოზურგეთის #55 საარჩევნო უბანზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია
ოზურგეთის #55 საარჩევნო უბანზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აზარაშვილის ინფორმაციით, გარკვეულ დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა საარჩევნო უბნის გარეთ, რასაც საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია.
დღეს ხმაური იყო ოზურგეთის 55 საარჩევნო უბანთან. ოზურგეთში, "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატის შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერი, სოსო ერქომაიშვილი აცხადებს, რომ მას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კოალიცია "ქართული ოცნება" "პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის მერობის კანდიდატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

























