ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში, ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" შემოვიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დახვედრის ცერემონია პორტში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან ქორიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრე ევრარი.
საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ფრეგატა "სურკუფი" ბათუმში 12 ივლისამდე დარჩება.

























