მცხეთასთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთასთან ახლოს წუხელ ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა "ტრაილერს" შეეჯახა . შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ისმოდა აფეთქებების ხმაც.
მსუბუქ ავტომაქანაში მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი - დაშავდა. ავარიის გამომწვევი მიზეზები დგინდება. ფოტოები შემთხვევის ადგილზეა გადაღებული.

























