სამცხე-ჯავახეთში პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

სამცხე-ჯავახეთში პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საქმიანი წრეებისთვის სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილავენ სახელმწიფო პროგრამის მიმართულებებს და ახალი საწარმოების შექმნისთვის გათვალისწინებულ შეღავათიან პირობებს.

პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი გამართავს და მთავრობის ინიცირებულ ახალ პროექტზე ისაუბრებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში უნდა განვითარდეს ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და შეიქმნას ახალი საწარმოები, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში.

ახალციხეში დაგეგმილ ღია კარის დღეს ასევე დაესწრებიან რწმუნებული-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აკაკი მაჭუტაძე; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.