ანაკლიაში ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების შემდეგ ინციდენტი მოხდა

ანაკლიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივსტები არჩევნებში ელგუჯა ესართიას გამარჯვებას ზეიმობდნენ და ერთ-ერთმა ნასვამმა პირმა ცეცხალსასროლი იარაღიდან ისროლა. პოლიციამ ის და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი დააკავა. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამასთან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ აქტივისტის, მაკა კოდუას ინფორმაციით, მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიზიკურად გაუსწროდნენ. მაკა კოდუას სახეზე რამდენიმე მცირე დაზიანება აღენიშნება.

























