სოფელ ძეძილეთში საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა

მცირე ინციდენტი მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში საარჩევნო უბანზე, სადაც საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძისგამოჩენამ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების უკმაყოფილება გამოიწვია.
მოსახლეობამ სამართალდამცველებისგან მოითხოვა, რომ თევდორაძე უბნიდან გაეყვანათ. "სისხლისმსმელო თევდორაძე, დატოვე მიმდებარე ტერიტორია, შენ არ გაქვს უფლება აქ ყოფნის", - აცხადებდნენ შეკრებილები.
სამართალდამცველებმა შეკრებილი პირების თხოვნა გაითვალისწინეს და საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია თევდორაძეს საარჩევნო უბნის ტერიტორია დაატოვებინეს.

























