შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი , 1989 წელს დაბადებული ირაკლი ჩ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 280 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს.

ირაკლი ჩ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.