84 წლის მოხუცს ოჯახის წევრები 10 დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ

84 წლის მოხუცს ოჯახის წევრები 10 დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ

1930 წელს დაბადებულ მამუკა არაბულს ოჯახის წევრები უკვე 10 დღეზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაკარგულის ახლობლებმა აცნობეს, მამუკა არაბული 16 ივნისს დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოს მიმდებარე სოფელ გველეთიდან ბარისახოს მიმართულებით გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

მოხუცს რეზინის ჩექმები, ლურჯი ფერის პიჯაკი, ამავე ფერის ჯემპრი და ღია ფერის შარვალი ეცვა. მამუკა არაბულის ნახვის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 31 48 87; 577 34 84 23.