მესტიაში 27 წლის მამაკაცი მოკლეს

მესტიაში 27 წლის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გ.ხ. მესტიის აეროპორტის დაცვის თანამშრომელი იყო.
ასევე, არსებული ინფორმაციით, მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დანით სასიკვდილო ჭრილობები ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა გახსნილია და დანაშაულის ჩამდენი პირიც დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

























