ახალქალაქის სასამართლომ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სარჩელი განიხილა

ახალქალაქის სასამართლომ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" სარჩელი განიხილა

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, ამ ოლქის #1 უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით "არასაპარლამენტო ოპოზიციის" კიდევ ერთი სარჩელი განიხილა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს.

ინფორმაციის თანახამად, აღნიშნულ უბანზე გადაღებულია ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, როგორ აყალბებენ კომისიის წევრები ამომრჩეველთა ხელმოწერებს დაულუქავ სამაგიდო სიებში.

"დამკვირვებლის პროტესტის მიუხედავად ისინი აგრძელებენ გაყალბებას. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მტკიცებულებები აღმოჩნდა იმდენად მყარი, რომ სასამართლოს მხრიდან მათში ეჭვის შეტანა წარმოუდგენელი იქნებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით N40 ახალქალაქის N1 უბნის შედეგები გამოცხადდა ბათილად.

ახალქალაქის მაჟორიტარულ არჩევნებში (რომლის შემადგენლობაშიც შედის #1 უბანი) სულ მონაწილეობა 2191-მა ამომრჩეველმა მიიღო. ჩვენი ბლოკის კანდიდატი, ოფიციალური მონაცემებით, დამარცხდა 386 ხმით. სასამართლოს გადაწყვეტილბით კი ბათილად გამოცხადდა 525 ამომრჩევლის ხმა. რაც ნიშნავს, რომ ხსენებულ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარული არჩევნების საბოლოო შედეგისთვის. ამდენად, საარჩევნო კომისია ვერ მოახერხებს თავიდან აიცილოს #1 უბანზე ხელახალი არჩევნები.

დანარჩენ უბნებზე ბრძოლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აქაც აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომ გაყალებებას ჰქონდა ტოტალური სახე. ვიმედოვნებთ, ამჯერადაც თბილისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებაში.