რუსთავში პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება

რუსთავში, სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" ხვალ ადგილობრივი ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.
ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ასევე პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

























