რიკოთის უღელტეხილზე 15:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

რიკოთის უღელტეხილზე 15:00 საათამდე მოძრაობა  ნაწილობრივ აღდგა

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა 15:00 საათამდე შეზღუდვით განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს , თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136-კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 12:30 საათიდან 15:00 საათამდე თავისუფალია, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.

ამავე გზის 146-ე კმ-ზე მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად, ჩუმათელეთი-ხევის ან ხევი-ჩუმათელეთის მიმართულებით.

დღეს, 15:00 საათიდან საავტომობილო გზის გაფართოების სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მოძრაობა შუაღამემდე შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტორტანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით განხორციელდება.

აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება და მოძრაობის მიმართულების გადართვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.