რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია

რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაფართოება მდინარის მხრიდან. ასევე მთასთან დამცავი კედლის მოწყობა.
მათივე თქმით, რიკოთის უღელტეხილზე გზა მას შემდეგ გაიხსნება რაც გზის გაფართოება და დამცავი კედლის მოწყობა დასრულდება.
რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი განმეორებით 17 ივნისს ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე გადაერთო.

























