მარნეულის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

მარნეულის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს

მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ხათუნა გოგორიშვილი ესწრებიან.

სხდომა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის ხმაურითა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 10 საჩივარია შესული, აქედან უმრავლესობა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს მომხდარ პროცედურულ დარღვევებს ეხება.