ქუთაისში ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ხმების 50,75% მიიღო

ქუთაისის 125-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ხმების 50,75% მიიღო. მეორე ადგილზე ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი თევდორაძე ხმების 26,07%-ით, მესამეზე კი ბლოკი ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა თემურ შაშიაშვილმა ხმების 13,45% მიიღო.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომიის მონაცემებით, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 43 000-მა ამომრჩეველმა მიიღო.

























