"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ე.წ. "კარუსელს" პროგნოზირებს

"ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში ე.წ. "კარუსელს" პროგნოზირებს

"ნაციონალური მოძრაობა "ბათუმში საღამოს საათებში ე.წ. სააჩევნო "კარუსელს" პროგნოზირებს. როგორც ბათუმში პარტიის სიის პირველმა ნომერმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებლებს უბნებზე გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდათ ვიდეო გადაღების საშუალება. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მიკროავტობუსებით დადიან და ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდებენ. გიორგი კირთაძე აღნიშნულ ქმედებაში ე.წ. კარუსელის დატრიალებებისთვის მზადებას ხედავს.

"დღის განმავლობაში დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენს წარმომადგენლებს, რომელებიც ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, რაღაც პერიოდის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეებმა აუკრძალეს გადაღება. საკმაოდ მრავლადაა დაფიქსირებული დარღვევები ბათუმის უბნებზე. დაბალი აქტივობით შეშინებული "ქართული ოცნება" გამწარებული დადის მიკროავტობუსებით და ყველა ამომრჩეველს თხოვს, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე. ეს მიმართულია იქითკენ, რომ საღამოს საათებში ისინი მოემზადებიან მასიურად კარუსელის დატრიალებისთვის", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

კირთაძე ბათუმელებს მოუწოდებს, კანონის ფარგლებში მივიდნენ საარჩევნო უბნებთან ახლოს და დაიცვან თავიანთი ხმები.