დავით ქანთარია "ნაციონალურ მოძრაობასა "და "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

დავით ქანთარია "ნაციონალურ მოძრაობასა "და "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

"ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" ფოთის მერობის კანდიდატი დავით ქანთარია "ნაციონალურ მოძრაობასა "და "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

"შემოდის ინფორმაციები, რომ აშკარად და ღიად მიმდინარეობს უბნებზე ზეწოლა. კონკრეტული ჯგუფები ამომრჩევლებს მოუწოდებენ, მათ მიერ მითითებულ კანდიდატს მისცენ ხმა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ქანთარიამ.

მერობის კანდიდატმა მოსყიდვის შემთხვევებზეც ისაუბრა. "არის ინფორმაცია, რომ ვიღაც თანხასაც კი არიგებდა, თუმცა, ფაქტები ჯერჯერობით არ გამაჩნია", -აღნიშნა მან.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები პოლიტიკური ოპონენტის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ.