რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში აღდგება

 რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში აღდგება

რიკოთის უღელტეხილის დამეწყრილ ნაწილში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში აღდგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

"გაწმენდითი სამუშოები უკვე სრულდება. მზადდება მოძრაობის გადართვისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებები", _ აცხადებენ სამინისტროში.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან, რიკოთის გვირაბის დასავლეთით გზა 12 ივნისს დაიმეწყრა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ. პარალელურად, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებსა და გეოლოგებთან ერთად, ადგილზე ნიადაგის გამოკვლევა და რისკების შესწავლა მიმდინარეობდა.

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ორი დღის განმავლობაში მოძრაობა შემოვლითი - გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით იყო დაშვებული.