ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ვილნიუსის მიმართულებითაც შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ვილნიუსის მიმართულებითაც შესრულდება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით რეისები განხორციელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა ქუთაისის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სამომავლოდ ბევრი სიახლეა დაგეგმილი, მათ შორის ევროპის მიმართულებით სხვადასხვა რესიების დამატება.

"დღეს შედგა პირველი რეისი ვილნიუსის მიმართულებით, რაც საკმაოდ დიდი წინსვლაა, თუმცა იგეგმება სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებაც. უახლოეს პერიოდში დაემატება ახალი რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებითაც. იმის გამო, რომ 2012 წელს აეროპორტი ნაჩქარევად გაიხსნა, ბევრი სერვისი ვერ ხორციელდებოდა, თუმცა მათი ამოქმედება დროთა განმავლობაში მოხდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.