ყვარლის ტბაზე დამხრჩვალი ახალგაზრდის ძებნის სამუშაოები დღეს განახლდება

ყვარლის ტბაზე დამხრჩვალი 23 წლის მამაკაცის ძებნის სამუშაოები დღეს განახლდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამაშველო სამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო გუშინ ხილვადობა გართულდა, რის გამოც სამძებრო სამუშაოები შეწყდა.
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენის მკვიდრი კახა ყაველაშვილია.

























