არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხში თვითმკვლელობა მოხდა

ლაგოდეხის რაიონის სოფელ გვიმრიანში, არსებული ინფორმაციით, 80 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოხუცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა, თვითმკვლელობის მიზეზი კი, ბოლო პერიოდში მისი ავადმყოფობა გახდა.
გარდაცვლილს ცეცხლსასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სანადირო თოფი. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაგოდეხის პოლიციის სამმართველო იძიებს.

























