ქუთაისის ციხეში შვიდი პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის ციხეში შვიდი პატიმარი შიმშილობს

ქუთაისის ციხეში შვიდი პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ გაზეთ "ახალი გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა, ია ბობოხიძემ და სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ "არგუსის" თავმჯდომარემ, მანანა მანაგაძემ განაცხადეს.

მათ მონიტორინგის ფარგლებში ქუთაისის ციხეში პატიმრები მეორედ მოინახულეს. მათი განცხადებით, ამჯერად ქუთაისის ციხეში შესვლა პატიმრების ახლობლებისა და ადვოკატების პირადი შეტყობინების საფუძველზე მოხდა.

"შვიდი პატიმარი, რომელიც მეხუთე დღეა ქუთაისის ციხეში შიმშილობს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო რეჟიმის შეცვლას და სამეციდინო მომსახურებას მოითხოვენ. ორ მათგანს აივ ინფექცია აღენიშნება. ამის გარდა, პატიმრებს პრეტენზია აქვთ ციხის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, რომლებიც, მათი განცხადებით, მონაწილეობდნენ პატიმართა სასტიკ მოპყრობასა და წამებაში", – აცხადებს ია ბობოხიძე.