ლაშა პაპაშვილი – ბიზნესის რენესანსისა და აყვავების პერიოდი დგება

საქართველოში ბიზნესის რენესანსისა და აყვავების პერიოდი დგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბანკ "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ”რედიქსის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა ბიზნესმენებისა და "ქართული ოცნების" ლიდერის , ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც პაპაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მიმდინარეობს საუბარი საგადასახადო რეგულაციების კუთხით შეღავათების დაწესებაზე. მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დარგისთვის შეღავათიანი სესხების გაცემა მოხდება.
ბიზნესმენებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" იმართება. შეხვედრაზე 100-ზე მეტი ბიზნესმენი ესწრება.

























