დუისის N5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები, დაკვირვებას ვერ ახორციელებენ

დუისის N5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები, დაკვირვებას ვერ ახორციელებენ

ახმეტის N18 საარჩევნო ოლქის დუისის N5 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები არჩევნებზე დაკვირვებას ვერ ახორციელებენ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ფაქტის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დამკვირვებელი იტყობინება.

დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი იმდენად ვიწრო ფართზეა განთავსებული, რომ უბანზე მყოფი 37 ადამიანი ძლივს ეტევა. მისი განმარტებით, კანონის დარღვევაა, როდესაც დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე დაკვირვების განხორციელება არ შეუძლია.