ხობის საკრებულოს ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიამ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

ხობის საკრებულოს ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიამ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა (გოგი) ქაჯაიამ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასვლისა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა.

როგორც ქაჯაია აცხადებს, მისი გადადგომის მიზეზი ქვეყანაში დატრიალებული უსამართლობები იყო, რასაც ამ დღეებში ქართულ ციხეებში არსებული ტელევიზიით გავრცელებული ამაზრზენი და შემზარავი ფაქტები დაემატა.

გოჩა ქაჯაიამ მოუწოდა თავის ყოფილ კოლეგებს, მიიღონ ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვონ ,,ნაციონალური მაძრაობა" და საარჩევნო ბლოკს ,,ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება"-ს და მის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგა ბუკიას მხარში ამოუდგნენ.