ბათუმის თეატრის მსახიობები, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს სპექტაკლს აღარ გამართავენ

ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობები, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დღეისთვის დაგეგმილ სპექტაკლს აღარ გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დასის გამგემ, თეონა ლორთქიფანიძემ განაცხადა, მსახიობები სპეციალურ განცხადებას სპექტაკლზე მისული მაყურებლის წინაშე გააკეთებენ:
"მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით, მსახიობებმა გადაწყვიტეს, რომ სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლში არ ითამაშონ. დღეს 20:00 საათზე უნდა გამართულიყო სპექტაკლი "ბოლო გაჩერება", რომლის რეჟისორიც არის გაგა გოშაძე", - აღნიშნა თეონა თავართქილაძემ.
სპექტაკლში "ბოლო გაჩერება" 13 მსახიობი თამაშობს.

























