ფოთის ქუჩებში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

ფოთის ქუჩებში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, მსვლელობას კოალიციის მხარდამჭერების გარდა, რიგითი ფოთელებიც შეუერთდნენ და მონაწილეთა რიცხვი რამდენიმე ასეულ ადამიანს აჭარბებს. პარალიზებულია მოძრაობა ქალაქის მთავარი გამზირზე – აღმაშენებელზე.
გამვლელები აქციის მონაწილეებს ავტომობილის საყვირებით ესალმებიან. მსვლელობა სიმბოლურად ქალაქის პროკურარტურასთან დასრულდება.
აქციაში მონაწილეობენ "საქართველოს გზის" წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები მინდია უგრეხელიძე.
მისი შეფასებით, ამ კადრების ხილვის შემდეგ, ხელისუფლება რომელიც ქვეყანას მართავს, არ შეიძლება თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფლებად იწოდებოდეს.
ეკა ბესელიამ კი ყველა ფოთელს მოუწოდა, გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეხედულებები და მსვლელობას შეუერთდნენ. მსვლელობას თვალყურს საპატრულო პოლიცია ადევნებს.

























