ბათუმში დღეს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2012 გაიხსნება

ბათუმში დღეს საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2012 გაიხსნება

ბათუმში დღეს საავტორო ფილმების მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2012 გაიხსნება.

კინოფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია 19:00 საათზე, ბათუმის კინოთეატრ "აპოლოში" გაიმართება.

"ფესტივალის გახსნის საღამოზე სპეციალური პრიზები გადაეცემათ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ერჟი ჰოფმანს (პოლონეთი) და ელდარ შენგელაიას (საქართველო). ასევე, "ბიაფის" დირექციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა ნური ბილგე ჩეილანს (თურქეთი). საღამოს ბოლოს მაყურებელს საშუალება მიეცემა იხილოს პოლონელი რეჟისორის, ერჟი ჰოფმანის ფილმი "ვარშავის ბრძოლა 1920", - აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ბათუმის საერთაშორისო კონოფესტივალი 2006 წელს დაარსდა. BIAFF 2012 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოფესტივალის ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ოფიციალური პარტნიორი - ბათუმის მერია.

კინოფესტივალი კინოთეატრ "აპოლოსა" და სასტუმრო "რედისონის" დარბაზში ჩატარდება.