"ქართული ოცნების" ახალგაზრდები აქციის ტერიტორიას ნარჩენებისგან ასუფთავებენ

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ქუთაისში, აღმაშნებლის გამზირის ტერიტორიას საკუთარი ძალებით ასუფთავებენ.
აღმაშენებლის მოედანი აქციის მონაწილეებისგან უკვე დაიცალა. "ქართული ოცნების" ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მოედანზე სცენის დემონტაჟს ახორციელებენ.
ქუთაისში დღეს "ქართული ოცნების" აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 55 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

























