ქუთაისში "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია მიმდინარეობს. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან იმერეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩასული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

ყველაზე მეტი აქტივისტი ქუთაისში საჩხერიდან ჩავიდა. ქუთაისის აქციას სწორედ საჩხერის კოლონასთან ერთად შეუერთდა კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ის აქციის მონაწილეებს უკვე სიტყვით მიმართავს სცენიდან, რომლის წინ სპეციალურად დაჯავშნული მინაა დამონტაჟებული. ამ ფაქტს კოალიციის ლიდერები ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის და თანდათან მატულობს ბიძინა ივანიშვილის რეიტინგიც. ამის პარალელურად კი, როგორც ძიძიგური ამბობს, ხელისუფლებაში შიშიც ადეკვატურად იზრდება და ბიძინა ივანიშვილის დაცვის გაძლიერების აუცილებლობა ჩნდება. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ, ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით მოხდა სცენის დაჯავშნაც.

იხილეთ ვიდეო: ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის პარლამენტთან მშენებლობაზე დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა