"ქართული ოცნების" საჩხერელი აქტივისტების კოლონა ქუთაისში შევიდა

"ქართული ოცნების" საჩხერელი აქტივისტების კოლონა ქუთაისში შევიდა. მანამდე კი ქუთაისში შევიდა ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის კოლონები. ამ ოთხი რაიონიდან ყველაზე დიდი კოლონა საჩხერეს ჰყავდა.
როგორც ცნობილია, საჩხერის კოლონაში 3 ათასამდე ადამიანია, რომლებიც 600-ზე მეტი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე დასასწრებად.
"ქართული ოცნების" საჩხერის კოლონას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი მანანა კობახიძე, პარტიის წარმომადგენელი ეკა ბესელია და "ქართული ხმები" მიუძღვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დასასწრებად "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საჩხერის კოლონასთან ერთად მიდის, თუმცა, "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. "ბიძინა ივანიშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ვერ გავახმაურებთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიამ.
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.

























