"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია

"ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია

სამტრედიიდან ქუთაისისკენ დაძრული "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა გადატვირთულია.

კოლონის ნაწილმა მოძრაობა საერთოდ შეაჩერა, რადგან ლიდერებისგან მიიღეს დავალება, რომ გადატვირთულობის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ.

მათივე განმარტებით, გადაადგილებას რამდენიმე წუთში მას შემდეგ განაახლებენ, რაც ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შედარებით განიტვირთება.

სამტრედიიდან ქუთაისისკენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა კოლონა, რომელიც დაახლოებით 300 ავტომანქანისგან შედგება, 15.30 საათზე დაიძრა.

კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.