"ქართული ოცნების" აქციას სამტრედიიდან ორი კოლონა შეუერთდება

"ქართული ოცნების" აქციას სამტრედიიდან ორი კოლონა შეუერთდება

ქუთაისში დღეს დაგეგმილ "ქართული ოცნების" აქციას სამტრედიიდან ორი კოლონა შეუერთდება. ერთი უკვე ქუთაისშია, მეორე კი სამტრედიიდან 15.00 საათისთვის გაემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" სამტრედიის შტაბის უფროსმა მურმან კაშიამ განუცხადა, კოლონა 2 ათასამდე ადამიანით იქნება წარმოდგენილი.

"სამტრედიიდან წამოსული კოლონა იქნება ძალიან გრძელი, რადგან ის დაახლოებით 2 ათასი კაცით არის დაკომპლექტებული. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და თანდათან მივალთ მშვიდობიან გამარჯვებამდე", - განაცხადა კაშიამ. მისივე ინფორმაციით, სამტრედიიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კოლონას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი წარუძღვება.

კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.