კახი კალაძე კოალიციისადმი სამტრედიელების განწყობით კმაყოფილია

კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე კოალიციისადმი სამტრედიელების განწყობით კმაყოფილია. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი სამტრედიიდან იუწყება
,კალაძე ამ წუთებში სწორედ სამტრედიაში იმყოფება და ქუთაისში დაგეგმილ აქციას რამდენიმე საათში შეუერთდება.
"ძალიან კმაყოფილი ვარ იმ განწყობით, რაც ჩემს ქალაქში არსებობს. ზოგადად დიდი მუხტია რეგიონებში მცხოვრებ ხალხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ გამარჯვებისთვის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხთან ერთად წამოიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვნებით და ერთად დგომით გამარჯვებამდე აუცილებლად მივალთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახი კალაძემ.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიცხვი ყოველდიღიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მოქალაქეებზე და განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებლებზე სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებს.
ამასთან, კალაძის ინფორმაციით, ქუთაისში გამართულ აქციაზე მომავალი აქციის ადგილი და დრო დასახელდება.
კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ქუთაისში დღეს, 18.00 საათზე, გაიმართება. აქცია აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვნის მოედანზე, ე.წ. 100-საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები უკვე დასავლეთ საქართველოში იმყოფებიან.

























