აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი გაიმართება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის მთავრობის პრესცენტრიდან აცნობეს.
თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატობის კანდიდატის, მოჭიდავე იური ომანაძის სახელობის მემორიალური რესპუბლიკური ტურნირი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 6 და 7 აპრილს გაიმართება.
ტურნირი 1998-1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ჩატარდება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის 25 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ფინალური შეხვედრა 8 მარტს, 13:00 საათზე, ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრში ჩატარდება. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები შესაბამისი ხარისხის მედლებით, პრიზებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის საუკეთესო მოჭიდავეს იური ომანაძის სახელობის სპეციალური თასი გადაეცემა.

























