ტყიბულში უბედურ შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ

ტყიბულში უბედურ შემთხვევას ძმები ემსხვერპლნენ

უბედური შემთხვევა მოხდა წუხელ ტყიბულში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იუწყება, 22 და 25 წლის ძმები - გიორგი და იმედა ერაძეები საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ძმებს ავტომანქანის გამათბობელი ჰქონდათ ჩართული, ფანჯრები კი, ბოლომდე აწეული, რაც მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სახელდება.